weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2019 წლის ხუთ თვეში შვილზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს

17:08 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული. აქედან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ადგილი ჰქონდა სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვასახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო: 62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია); 32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი; 4 შემთხვევაში - მეზობელი; 3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი; 2 შემთხვევაში - ნათესავი; 2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა; 2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური; 1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია; 1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური; 1 შემთხვევაში - სხვა პირი.

„შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავადი მისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარე შეპირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციას ინფორმაცია დროულად მიაწოდონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]